ჩვენს სასწავლებწლში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ძირითადი მასალა მსმენელები ითვისებენ უშუალოდ გაკვეთილზე, აქტიური ჩართულობით.
ჩვენთან ჯგუფები დაკომპლექტებულია ასაკისა და ცოდნის დონის მიხედვით, რათა მსმენელებს სწავლა კომფორტულ გარემოში შეეძლოთ. ეს თავიდან გვაცილებს ასაკობრივი განსხვავებისგან გამოწვეულ უხერხულობას და საშუალებას გვაძლევს თითოეული ჯგუფისთვის შევარჩიოთ სწორად მორგებული სასწავლო მასალა და სახელმძღვანელოები.
ინგლისური ენა არაფონეტიკური ენაა და მისი გამოთქმა ხშირად არ ემთხვევა სიტყვების წერას. სწორედ ამიტომ, ინგლისურის სწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსმენა და სწორი გამოთქმის განვითარება.
ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს ეტაპობრივად და ბუნებრივი ენის შეძენის პრინციპით. მსმენელები ეუფლებიან ენას შემდეგი თანმიმდევრობით:
ყოველ გაკვეთილზე სხვადასხვა თემას განვიხილავთ ინგლისურად, რაც ხელს უწყობს მსმენელების თავისუფალ საუბარს და კომუნიკაციის განვითარებას. საუბრის პროცესში შეცდომების ზედმეტად შეუსწორებლად ვტოვებთ სივრცეს, რათა მსმენელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი.