ჩვენს სასწავლებწლში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ძირითადი მასალა მსმენელები ითვისებენ უშუალოდ გაკვეთილზე, აქტიური ჩართულობით.
ჩვენთან ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია შეისწავლოს ინგლისური ენა
ინგლისური ენა არაფონეტიკური ენაა და მისი გამოთქმა ხშირად არ ემთხვევა სიტყვების წერას. სწორედ ამიტომ, ინგლისურის სწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსმენა და სწორი გამოთქმის განვითარება.
ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს ეტაპობრივად და ბუნებრივი ენის შეძენის პრინციპით. მსმენელები ეუფლებიან ენას შემდეგი თანმიმდევრობით:
ყოველ გაკვეთილზე სხვადასხვა თემას განვიხილავთ ინგლისურად, რაც ხელს უწყობს მსმენელების თავისუფალ საუბარს და კომუნიკაციის განვითარებას. საუბრის პროცესში შეცდომების ზედმეტად შეუსწორებლად ვტოვებთ სივრცეს, რათა მსმენელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი.
თავიდანვე, როდესაც თქვენთან ინგლისურის სწავლა დავიწყე დიდი მოტივაცია მქონდა და ეს მოტივაცია წლის ბოლომდე გამყვა. სანამ თქვენთან მოვიდოდი ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი და ბევრი რაღაცის გაგება მიჭირდა, ახლა კი შემიძლია ადამიანს თავისუფლად ველაპარაკო ნებისმიერ თემაზე ინგლისურად. მოკლედ, თქვენგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და რეკომენდაციას გიწევთ. არ მოიწყენთ რადგან სწავლასთან ერთად ძალიან გამხიარულდებით.
სტუდენტი
ჩვენი სასწავლო ცენტრი 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და სხვადასხვა ასაკის მსმენელებს ეხმარება ინგლისური ენის ეფექტურად შესწავლაში. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციასა და პრაქტიკას, რაც მსმენელებს ეხმარება თავისუფლად გამოიყენონ ინგლისური რეალურ სიტუაციებში. ჩვენთან სწავლის შედეგად მსმენელები თანდათან ივითარებენ ბუნებრივ საუბრის უნარს, აღარ საჭიროებენ ქართულიდან ინგლისურად თარგმნას და იწყებენ პირდაპირ ინგლისურად ფიქრსა და კომუნიკაციას.
Etanon est nisl mi vitae faucibus nulla amet malesuada bibendum massa vivamus tempor imperdiet posuere elit proin ut dui adipiscing